ალბიუსი

გაინტერესებთ რა ფუნქციას ასრულებს ნერწყვი?

07 ოქტომბერი 2017

გაინტერესებთ რა ფუნქციას ასრულებს ნერწვი? | Why saliva is important? 
(For English See More)

ადამიანის ორგანიზმი დღეში 2 ლიტრამდე ნერწყვს გამოიმუშავებს. ის პირის ღრუს და ზოგადად, საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

1პირველ რიგში, ნერწყვი საკვების მონელების პროცესში მონაწილეობს, იწყებს პირის ღრუში მოხვედრილი საკვების დაშლას, გემოს აღქმასა და ყლაპვაში გვეხმარება. ნერწყვის გარეშე, გემოვნების შეგრძნება საერთოდ არ გვექნებოდა!
2ნერწყვის მეორე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია პირის ღრუს დაცვაა. ის შეიცავს ანტიმიკრობულ ნივთიერებებს, რომლებიც პათოლოგიური ბაქტერიების გაუვნებელყოფას იწვევს და კბილებს და ლორწოვან გარსს სხვადასხვა ინფექციისგან იცავს.
3ნერწყვის შემადგენლობაში შემავალი მინერალები კბილის მინანქრის მიერ შეიწოვება და მის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
4გარდა ამისა, ნერწყვი პირის ღრუდან საკვების ნარჩენებს აშორებს და საკვებსა და სასმელში შემავალ მჟავებს ანეიტრალებს, რომლებიც კარიესის განვითარებას უწყობს ხელს.

ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკმარისი რაოდენობის ნერწყვს ვერ გამოიმუშავებს, რაც 
პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ნერწვის სტიმულაცია და აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან პირის ღრუს დაცვა.
აღნიშნულ სიტუაციაში რეკომენდებულია:
უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება, განსაკუთრებით, საკვების მიღების შემდეგ;
უშაქრო საწუწნი ტაბლეტების გამოყენება და
დიდი რაოდენობის სუფთა სასმელი წყლის მიღება.

--

Our bodies make up to two liters of saliva per day. Saliva is an important part of a healthy body. It contains important substances that your body needs to digest food and keep your teeth strong.
Saliva is important because it:
Aids in digestion - helps you chew, taste, and swallow. In fact, without saliva, we wouldn’t be able to taste at all!
Maintains our oral health. It has proteins and minerals that protect tooth enamel and prevent tooth decay and gum disease. 
It has antibacterial effect: Lysozyme, peroxidase and lactoferrin fight against pathogenic microorganisms
Has a cleaning effect: washes away food debris and bacteria remaining in the mouth.

Certain diseases and medicines can affect how much saliva you make. If you do not make enough saliva, your mouth can become quite dry. This condition is called dry mouth. If you have dry mouth, you may also notice you do not taste things like you used to.

For those with and without dry mouth, here are some tips to increase saliva production and protect your teeth:

Chew sugar-free gum, especially after meals
Suck on sugarless candy
Drink plenty of water

მსგავსი სიახლეები