სასტუმრო ლოპოტა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 115 კილომეტრში, კახეთის ისტორტორიულ რეგიონში, მდებარეობს"ლოპოტასპარეზორტი"-კავკასიის მთებით გარშემორტყმული „ლოპოტას" ხეობის პატარა სამოთხე, რომლის რეკრეაციული ზონა მილიონობით კვადრატულ მეტრს მოიცავს.
აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.
დატკბით თვალწარმტაცი ბუნებით, ულამაზესი „ლოპოტას" ტბით, ელეგანტური, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასტუმროთი და უნიკალური დამამშვიდებელი გარემოთი.
გამოეთიშეთ ყოველდღიურ ქაოთურ ცხოვრებას და შეუერთდით ტბისპირა ჰარმონიასა და სიმშვიდეს.
რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით:
- სასტუმრო
- სპა
- რუსული აბანო(საუნა)
- 3 რესტორანი
- 2 ბარი
- 3 საკონფერენციო დარბაზი
- 4 საცურაო აუზი
- ჯაკუზი
- მინი გოლფი
- ორი ჩოგბურთის კორტი
- კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები
- ღვინის მარანი
- თავლა