თავისუფალი თეატრი

თეატრები
5
(1 შეფასება)
ბათუმი, რუსთაველის გამზ. 2/4, სავაჭრო ცენტრი "გალერია

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

cash master-card visa

თავისუფალი თეატრი არის, ააიპ თავისუფალი თეატრი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404386918
 

თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს. დღიდან დაარსებისა “თავისუფალი თეატრი” ინარჩუნებს ქართველი ახალგაზრდობის ყველაზე საყვარელი თეატრის სტატუსს, მისი სპექტაკლები არავის ტოვებენ გულგრილს.

“თავისუფალი თეატრი” პოპულარულია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში, საკმარისია ნებისმიერ ქალაქში დაკიდო ერთი აფიშა, რომელიც იუწყება, რომ აქ მალე გამართავს წარმოდგენას “თავისუფალი თეატრი” და ბილეთები უმალვე ჰქრება სალაროებიდან. “თავისუფალი თეატრი” უყვარს მაყურებელს, რადგან მის სპექტაკლებში ქართველი ახალგაზრდობა მუდამ ხედავს თავის სათქმელს.

“თავისუფალი თეატრი” მდებარეობს მეტრო “თავისუფლების მოედნის” უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე). თეატრი არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ის კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს.

“თავისუფალმა თეატრმა” მოახერხა და პირველივე სპექტაკლებიდანვე (“კომედიანტები“, “ჯინსების თაობა“,”პროვოკაცია” და სხვ.) ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ – პოლიტიკური თეატრი და ქართველმა ახალგაზრდობამ შეიყვარა ის თავისი მოქალაქეობრივი მრწამსის გამო, იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი ქართული თეატრი, რომელიც თავის სპექტაკლებში ღიად დაუპირისპირდა იმ დროინდელ ჩამყაყებულ იდეოლოგიას და სწორედ ამიტომ “თავისუფალი თეატრი” არა ერთხელ გახდა ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი, 2002 წლის თებერვალში პრეზიდენტ ე.შევარდნაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სპეციალური სხდომაც კი მიეძღვნა “თავისუფალი თეატრის” დახურვის საკითხს. მაგრამ ქართველ ახალგაზრდებში მღელვარების გამოწვევის შიშით საკითხი გადაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ცხოვრობს თვითდაფინანსებით, მას უკვე ჰყავს თავისი დასი და ამის გარდა მუდმივად ასაქმებს 50 მდე მსახიობს. საზოგადოება უკვე იცნობს “თავისუფალი თეატრის” სახეებს: აპოლონ კუბლაშვილსკახა მიქიაშვილს, მარიამ ჯოლოგუას, ბუბა გოგორიშვილს, თიკო კორძაძესჯაბა კილაძესსლავა ნათენაძესგოგა ბარბაქაძესმაია დობორჯგინიძეს, მამუკა მუმლაძეს,ქეთა ლორთქიფანიძეს, მიხეილ არჯევანიძეს, სანდრო მარგალიტაშვილს, თამუნა ნიკოლაძეს, გიორგი ჯიქიასვანო ქურასბედიანსმარიამ ნადირაძესსალომე ჭულუხაძეს და სხვ. ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ და თამაშობენ ქართული თეატრის ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ. “თავისუფალ თეატრმა” ამ ათი წლის მანძილზე ბევრ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც ნახა, სწორედ “თავისუფალი თეატრის” სცენაზე დაიბადა და ცხრა წლის მანძილზე ამ თეატრის ნომერ პირველი ვარსკლავი იყო არაჩვეულებრივი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური. “თავისუფალის” სცენაზე ითამაშა თავისი ბოლო როლები შესანიშნავმა მსახიობმა მიშა ჯოჯუამ.

“თავისუფალი თეატრის” სპექტაკლებს დღიდან დაარსების ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ის ორშაბათის გარდა თითქმის ყოველდღე თამაშობს სპექტაკლებს. “თავისუფალი თეატრი” საქართველოს ერთ ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული თეატრია, ის ალბათ ერთადერთი თეატრია სადაც სპექტაკლებამდე ორი სამი კვირით ადრე იყიდება ბილეთები. “თავისუფალმა თეატრმა” სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში,ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და 2004 წელს უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს კონფლიქტის ზონაში – ცხინვალის რეგიონში. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ “თავისუფალი თეატრის” მსახიობებით დაკომპლექტდა ყველაზე პოპულარული ტელე სერიალები “შუა ქალაქი” და “გოგონა გარეუბნიდან”. არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ “თავისუფალი თეატრის” ბაზაზე შეიქმნა კინო სტუდია, რომელზედაც გადაღებული იქნა ისეთი მხატვრული ფილმები როგორიცაა “იდიოტოკრატია”, “ყველაფერი კარგად იქნება”. “მიდი ძმაო, მიდი,” “იისპაჰან – ბათუმი”. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი დღესაც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, თეატრი მადლიერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, რადგან რამოდენიმეჯერ მიიღო მათგან სპექტაკლების ერთჯერადი დაფინანსება და საგასტროლო გრანტები. 2012 წლიდან “თავისუფალი თეატრის” მსახიობები ღებულობენ ფინანსურ დახმარებას ფონდ “ქართუ”-დან. მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია “თავისუფალი თეატრის” საგასტროლო – საფესტივალო რუკა, ის არა ერთხელ იყო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, რუსეთი,გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი.ფინეთი, ეს ის ქვეყნებია სადაც “თავისუფალმა თეატრმა” წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და მიიღო იქ ყველაზე მაღალი შეფასებები. ბოლო წლებში დადგმულმა სპექტაკლებმა “ძმები“, “იდიოტოკრატია“, “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“,”მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მექანიკური ფორთოხალი“, “ვალსი ძილის წინ“, “რიჩარდ III“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “სხვების ცხოვრება” და ა.შ. ერთი ორად გაზარდეს თეატრის პოპულარობა და ჩააყენეს ის არა მარტო ქართული, არამედ ევროპის საუკეთესო თეატრების რიგში. “თავისუფალი თეატრი” კვლავაც ერთგულია იმ დევიზისა, რომლის დეკლარირება მოახდინა დაარსების დღეს: “თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს”.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
26/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები