საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია

ასოციაცია | ფედერაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. 27

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ქართველი კბილის ექიმი ვ. ჭიჭინაძე. კბილის ექიმთა საზოგადოება ჯერ ოდონტოლოგთა და შემდეგ კი, სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებად გადაკეთდა.

საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეებად შემდგომში წარმატებით მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: ა. ურუშაძე, ა. ედიბერიძე, ა. ზიმბელიძე, ლ. ჭელიძე, ნ. ბაძოშვილი.

საზოგადოების სხდომები პირველ ხანებში უმთავრესად მკურნალობის პრაქტიკული ხასიათის საკითხებზე იმართებოდა. სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება ერთგვარ კონტროლს ახორციელებდა კერძო სტომატოლოგიური კაბინეტების მუშაობაზე, შემდგომში კი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო, საორგანიზაციო და პრაქტიკული სტომატოლოგიის საკითხთა გადაწყვეტაში. 1991 წელს სტომატოლოგთა საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.

1991 წლის ოქტომბერში პროფესორ ომარ ნემსაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს სტომატოლოგთა ყრილობა და დაარსდა საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურად ემსახურება ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორიცაა: ქვეყანაში სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ცოდნის და სამსახურის დონის ამაღლება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა, კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის პარალელურად 1997 წლის 1 ივლისს დაარსდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია 1998 წელს ბარსელონაში (ესპანეთი) სტომატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (FDI) ასოცირებული წევრი გახდა. 1999 წელს მეხიკოში (მექსიკა) სტომატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (FDI) ნამდვილი წევრი. ასოციაცია 2001 წლიდან არის სტომატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (FDI) ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) ნამდვილი წევრი.

ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ასოციაციის კრება. ასოციაციის მუდმივ მოქმედი ხელმძღვანელი ორგანო არის გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან. Gგამგეობის წევრებს კრება ირჩევს 5 წლის ვადით. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრები არიან: ასოციაციის პრეზიდენტი, მედ. მეცნ. დოქტ ,პროფესორი გიორგი მენაბდე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედ. მეცნ. დოქტ. პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის გენერალურ მდივნები: მედ. მეცნ. დოქტ. პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და მედ. დოქტ. ასოცირებული პროფ. ნინო ვადაჭკორია - განათლება - მეცნიერების დარგში, გამგეობის წევრი პროფესორი ზურაბ ჩიჩუა. ასოციაციის FDI -სთან მოკავშირე ოფიცერია (LIASON OFFECER) გენერალური მდივანი პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი.

ასოციაციაში ფუნქციონირებს საორგანიზაციო, მეცნიერებისა და განათლების, საექსპერტო, საერთაშორიო ურთიერთობათა, რეგიონებთან ურთიერთობის კომიტეტი.

2009 წლის 29 მაისს შეიქმნა არარეგისტრირებული კავშირი საქართველოს სტომატოლოგთა კონსორციუმი, რომელიც საქართველოში მოღვაწე სამი სტომატოლოგიური პროფესიული ასოციაციის – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის და ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების მიერ წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა.

სტომატოლოგთა ეროვნული კონსორციუმის შექმნის ძირითადი მიზანია სტომატოლოგიური პროფილის პროფესიული ასოციაციების მუშაობის კოორდინაცია დარგის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისთვის.

ეროვნულ კონსორციუმში შეიძლება გაწევრიანდეს საქართველოში მოქმედი სტომატოლოგიური პროფილის ნებისმიერი (საზოგადოება, ასოციაცია, კავშირი), რომელის წევრთა რიცხვი 100-ზე მეტია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S