ხელოვნების სასახლე

მუზეუმები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. კარგარეთელის ქ. 6

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

cash

ხელოვნების სასახლე არის, სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საიდენტიფიკაციო კოდი: 202059495
 

მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა (დაწყებული ვანში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის თეატრალური ნიღბით და დამთავრებული XX ს-ის ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებით). მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ელ. ახვლედიანის, ირ. გამრეკელის, ი. ნიკოლაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ვირსალაძის, პ. ოცხელის, დ. კაკაბაძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ქობულაძის, ლ. ბაქსტის, ალ. ბენუას. კ. ზდანევიჩის, ფ. ლეჟეს, აგრეთვე თანამედროვე ხელოვანთა (გ. ალექსი-მესხიშვილის, ი. გეგეშიძის. ნ. მალაზონიას, მ. ჭავჭავაძის, ირ. ფარჯიანის, ს. ფარაჯანოვის ნამუშევრები), ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების - ილია ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, აკ. წერეთლის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ი. შტრაუსის, დ. შალიაპინის, სტანისლავსკის, კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, ს. ახმეტელის, დ. არაყიშვილის და სხვა შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/02/2018
S
Saba Chikviladze
S