ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი - Ersu

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ.9ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
გაცვლითი პროგრამები
საერთაშორისო სერთიფიკატი
თეორიული კურსი
საკონფერენციო დარბაზი
კაფე
საკუთარი ეზო
პარკინგი
Wi-fi

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის 
(ყოფილი სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი) 
ადმინისტრაციის განცხადება
ძვირფასო სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო, პროფესორ-მასწავლებლებო, აბიტურიენტებო, გვსურს გაცნობოთ, რომ წლების განმავლობაში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ და ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემებთან ინტეგრაციის პროცესებმა განაპირობა მოთხოვნა რებრენდიგზე. შესაბამისად, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში, 2016 წელს განხორციელდა უნივერსიტეტის მასშტაბური რეორგანიზაცია, რასაც წინ უსწრებდა უზარმაზარი სამუშაო პროცესი. კერძოდ:
• უნივერსიტეტს გადაერქვა სახელი და ეწოდა 
„ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი“.
• დამტკიცდა ახალი ლოგო და სლოგანი.
• შეიცვალა უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - www.ersu.edu.ge
• ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად უნივერსიტეტის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები.
განვითარების ტემპების შესაბამისმა საჭიროებებმა მოითხოვა, რომ უნივერსიტეტი რეგიონული თვალსაზრისით გამხდარიყო უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე იყო.
სახელის ცვლილება იმ წარმატებებისა და აღიარებების დამსახურება და გამოძახილია, რომელიც საერთაშორისო საგანამათლებლო ცენტრებმა და საზოგადოებამ წლების განმავლობაში მიანიჭა ჩვენს უნივერსიტეტს. 
შესაბამისად, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი განახლებული სახელით, უამრავი სიახლითა და ინოვაციებით ხვდება ახალ 2017 წელს. მიღებული გამოცდილება და ცვლილებები იძლევა საფუძველს, რომ ყოველი მომდევნო წელი იქნება უფრო წარმატებული, პერსპექტიული და ევროპული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. 
ერთად წარმატებისკენ!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
03/04/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები