სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash visa
პარკინგი

Civil_Education_Lecturers_Association- სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის 16 აპრილს, თუმცა მისი, როგორც ქსელის ჩამოყალიბება გაცილებით ადრე დაიწყო. 
კერძოდ, 2011 წელს IFES-ის ინიციატივით USAID –ის პროგრამა (ITEP) -ის ფარგლებში საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება. მოგვიანებით მას 16 უნივერსიტეტი შეუერთდა. კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების მიმართულების კურსის არ არსებობამ და სწავლების ოთხი წლის მანძილზე გამოიკვეთა, რომ კურსმა შეძლო სტუდენტებში სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა და ამავე დროს მიღებული შედეგები საზოგადოებაზეც აისახა. 
 გამოცდილებამ ასევე ცხადყო, რომ საჭიროა კურსის სწავლების მხარდაჭერა უნივერსიტეტებში, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა არსებული კავშირის შენარჩუნება და მისი ინსტიტუციონალიზაცია, რათა არამხოლოდ უმაღლეს განათლებაზე მოახდინოს აქცენტირება არამედ მოახდინოს არსებული ცოდნის და გამოცდილების არტიკულაცია და საზოგადოებასაც შესთავაზოს სერვისები სამოქალაქო განათლების გაძლიერებისათვის.
შესაბამისად საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორთა გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA). აღნიშნულ ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები, რაც ასოციაციას განვითარებისა დიდ პოტენციალს სძენს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
13/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები